„უდიდესი ტკივილიანი დღე დადგა…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც მოტოციკლით ავარიაში მოჰყვა
გარი აგაიანი, რომელიც 13 აგვისტოს, მოტოციკლით ავარიაში მოჰყვა, გარდაიცვალა.
“გეზ მოტორსის” დიღმის ფილიალში სტუმრობისას აუცილებლად დაგხვდებოდათ მომღიმარი ბიჭი, უზადო სიკეთის და ადამიანობის მქონე, რომელიც თავს აუცილებლად დაგამახსოვრებდათ პროფესიონალიზმითა და ყურადღებით.
სამწუხაროდ, გაგას კეთილმა გულმა ვეღარ გაუძლო და დაგვტოვა მძიმე ავარიის შემდეგ… როგორც გაგას სჩვეოდა, ბოლომდე იბრძოლა..
მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, “გეზ მოტორსის” თითეული თანამშრომლისთვის უდიდესი ტკივილიანი დღე დადგა. სამწუხაროდ, ღიმილიანი გაგა აღარ გვყავს” – ნათქვამია “გეზ მოტორსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.