ბექა ჯაიანმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა – ნახეთ რას ამბობს კესარი ამბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული
ბექა ჯაიანი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული.
როგორც ambebi.ge-სთვის ხდება ცნობილი, ჯაიანმა აღიარა დანაშაული და მკვლელობის მოტივად შანტაჟი დაასახელა.
სანდო წყაროს ინფორმაციით, “ჯაიანი ამტკიცებს, რომ მას მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია. მისი თქმით, კესარია აბრამიძე მას ცოლად მოყვანას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოტოების გავრცელებით აშანტაჟებდა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, კესარიამ მართლაც დადო სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტო. ჯაიანი ამბობს, აბრამიძესთან ასულმა ვნახე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები და წყობიდან გამოვედიო…“