ნახეთ, რამდენი იქნება დოლარის და ევროს ფასი შაბათ-კვირას
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6977 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7099 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0122 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0004 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0196 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0192 ლარი შეადგინა.