გაირკვა ცოტა ხნის წინ სასტიკად ნაცემი და მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა

ფონიჭალაში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი ირაკლი დარბაიძეა. 25 წლამდე ბიჭს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. “მთავარი არხის” ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება და დაპირისპირება უძღოდა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

თავდაპირველად, მამაკაცებს შორის დაპირისპირება რიგის გამო დაიწყო, რაც მოგვიანებით ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ირკვევა, რომ თავდამსხმელებმა მოკლული ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი ზურგში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. 

“ტვ პირველის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ფიგურანტი სამი ეთნიკურად აზერბაიჯანელი პირი დააკავა, რომელთაც ბრალი ჯერ არ წარდგენიათ.

Previous post

“ყველა მე მადანაშაულებდა, შენი შვილების მკვლელი ხარო, მაგრამ არავის უკითხავს ღამის 2 საათამდე რატომ ვიყავი ქუჩაში” – ზუგდიდში დაღუპული ბავშვების დედა

Next post

„უდიდესი ტკივილიანი დღე დადგა…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც მოტოციკლით ავარიაში მოჰყვა

შესაძლოა დაგაინტერესოთ