„გილოცავთ ვარსკვლავბიჭუნას დაბადებას“ – თაკო ცქვიტინიძეს და ნიკა ფაიქრიძეს შვილი შეეძინათ
მსახიობ და ტელეწამყვან, თაკო ცქვიტინიძეს, და მის მეუღლეს ნიკა ფაიქრიძეს შვილი შეეძინათ. წყვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ ბევრ მილოცვას იღებს.
„გილოცავთ ვარსკვლავბიჭუნას დაბადებას“, – ვკითხულობთ მისალოც სტატუსებში. პატარას სახელად ლევანიკო დაარქვეს.
შეგახსენებთ, თაკო ცქვიტინიძემ და ნიკა ფაიქრიძემ გასული წლის ოქტომბერში იქორწინეს.