გააკეთეთ ეს რიტუალი და ფინანსური პრობლემები ნაკლებად გექნებათ
ამბობენ, რომ ცრურწმენებს ძალა არ გააჩნია, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ წარსულიდან გადმოყოლილი მცდარი ჩვეულებაა, რომელიც ადამიანს გავლენაში აქცევს, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც ანიჭებს მნიშვნელობას შავი კატის, სუფრაზე მარილის დაბნევის, სარკის გატეხვის და კიდევ უამრავ ფაქტორს.
ჩვენი ერთგული მკითხველის თხოვნით, გადავწყვიტეთ, ამიერიდან მსოფლიოს ამა თუ იმ ეთნოსისთვის დამახასიათებელი რიტუალები და ცრურწმენები გაგაცნოთ სხვადასხვა თემატიკაზე, იქნება ეს ბარაქა, ოჯახური ბედნიერება თუ შვილოსნობის საკითხი.
ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, გავეცნოთ ხალხში შემორჩენილ უძველეს წეს-ჩვეულებებს და ზოგიერთი მათგანის შესახებ უფრო ვრცლადაც ვიმსჯელოთ ფორუმზე.
დღეს ფულის და მატერიალური დოვლათის შესახებ ვისაუბრებთ. ერთად გადავხედოთ ძველი სლავების წეს-ჩვეულებებს და ცრურწმენებს ამ კუთხით.. თუ გნებავთ, დავტესტოთ კიდეც.
მაშ ასე, საიმისოდ, რომ ფინანსური პრობლემები ნაკლებად დაგემუქროთ:
კვირის ბოლოს აუცილებლად მოაგროვეთ საფულეში დარჩენილი მთელი ხურდა ფული და უპოვრებს დაურიგეთ. ძველ სლავებს სჯეროდათ, რომ ვინც ასე არ აკეთებს, იგი მხოლოდ ხურდა ფულით იქნება “მდიდარი” მთელი ცხოვრება.