სკანდალი Temu-ის გარშემო – კომპანიის ოფისთან ასობით ადამიანი შეიკრიბა: რას აპროტესტებენ ისინი?

სკანდალი Temu-ის გარშემო – კომპანიის ოფისთან ასობით ადამიანი შეიკრიბა: რას აპროტესტებენ ისინი?

18:42 / 03-08-2024

სკანდალი Temu-ის გარშემო - კომპანიის ოფისთან ასობით ადამიანი შეიკრიბა: რას აპროტესტებენ ისინი?

ასო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა ჩი­ნეთ­ში, ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის პლატ­ფორ­მის Temu-ის ოფის­ში, ისი­ნი თან­ხის დაბ­რუ­ნე­ბის პო­ლი­ტი­კას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რაც მათი თქმით, მცი­რე ვაჭ­რე­ბის მო­გე­ბას ანად­გუ­რებს. თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ გა­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებს, თუმ­ცა მათ­თან შეხ­ვედ­რა ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

  • ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, temu-ს ოფის­ში 100-მდე ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და. მათი თქმით, პლატ­ფორ­მა ხში­რად უბ­რუ­ნებს თა­ვის მომ­ხმა­რებ­ლებს ფულს მა­ში­ნაც კი, თუ ისი­ნი პრო­დუქტს უკან არ უგ­ზავ­ნი­ან. China Securities Journal წერ­და, რომ ვაჭ­რე­ბი გუ­ან­ჯო­უს ოფისს ივ­ლის­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10-ჯერ მი­მარ­თეს სა­ჩივ­რით.

Business Insider-ის­თვის მი­ცე­მულ გან­ცხა­დე­ბა­ში “თე­მუმ” აღი­ა­რა პრო­ტეს­ტი და თქვა, რომ ის “აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს“ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ზე.

Temu ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის სა­ი­ტად იქცა. მან და­ბა­ლი ფა­სე­ბით და სხვა­დას­ხვა გა­თა­მა­შე­ბით მი­ლი­ო­ნო­ბით მომ­ხმა­რე­ბე­ლი მი­ი­ზი­და.

ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ის მფლო­ბელ­მა, რომ­ლის პრო­დუქ­ცი­ას “თემუ” ყი­დის, თქვა, რომ კომ­პა­ნი­ამ აც­ნო­ბა მას, რომ მის­მა პრო­დუქ­ტებ­მა “წე­სე­ბი და­არ­ღვია”, მაგ­რამ მან ვერ გა­ი­გო, რა იყო მი­ზე­ზი.

“ახლა ნამ­დვი­ლად სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ვარ. ვფიქ­რობ, რომ დავ­კარ­გავ ოჯახს და ბიზ­ნესს. მე ნამ­დვი­ლად ვნა­ნობ, რომ ამ პლატ­ფორ­მას შე­ვუ­ერ­თდი”, – თქვა მან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

Temu ჩი­ნუ­რი ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის გი­გან­ტის, Pinduoduo-ს “დაძ­მო­ბი­ლე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აა”, რო­მე­ლიც მსგავს მომ­სა­ხუ­რე­ბას რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვთა­ვა­ზობ­და. Pinduoduo-მ წარ­მა­ტე­ბას ჩი­ნეთ­ში, ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გა­ყიდ­ვით მი­აღ­წია. კომ­პა­ნი­ას ახლა 102 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის სა­ბაზ­რო კა­პი­ტა­ლი აქვს და მისი აქ­ცი­ე­ბის ფასი ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და მას შემ­დეგ, რაც კონ­კუ­რენ­ტებს, მათ შო­რის Alibaba-ს, სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყმე­ბი მი­ა­ყე­ნა.

ცოტა ხნის წინ, და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბე­ბი Temu-ს ბიზ­ნეს მო­დე­ლის ეთი­კუ­რო­ბის შე­სა­ხებ და სე­რი­ო­ზულ ბრალ­დე­ბებს უყე­ნე­ბენ იძუ­ლე­ბი­თი შრო­მის შე­დე­გად წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­ყიდ­ვის­თვის.

სა­იტს ევ­რო­კავ­შირ­ში 75 მი­ლი­ო­ნი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ის სა­ვა­რა­უ­დოდ უფრო მკაც­რი მო­ნი­ტო­რინ­გის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა.

Previous post

ვინ არის ილია სულამანიძის სპორტსმენი შეყვარებული და როგორ გულშემატკივრობს ის ძიუდოისტს – დაათვალიერეთ ფოტოები

Next post

ალენ დელონის “მარტოობის ასი წელიწადი”: მემკვიდრეების ბრძოლა მამის სიყვარულისთვის და მსახიობის “ტყის სასახლე” გაპარტახების პირას

შესაძლოა დაგაინტერესოთ