ვინ არის ილია სულამანიძის სპორტსმენი შეყვარებული და როგორ გულშემატკივრობს ის ძიუდოისტს – დაათვალიერეთ ფოტოები

გასულ და მიმდინარე კვირას, მთელი საქართველო ახალგაზრდა სპორტსმენების გარშემო გაერთიანდა, რომლებიც პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობდნენ. 

ინდივიდუალურ ასპარეზობაში პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ხოლო ვერცხლის მედლები ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს. 

 23 წლის ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში გასვლა მოახერხა, თუმცა სადებიუტო ოლიმპიური თამაშების ვერცხლისპრიზიორი გახდა. ის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან დამარცხდა, მარცხი მოულოდნელი იყო ყველასთვის, განსაკუთრებით კი თავად ილიასთვის: „გული ჩემზე მეტად არავის სტკივა…“, – თქვა სპორტსმენმა.

ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენის გულშემატკივრებს შორის უამრავი გოგოა, თუმცა ილია შეყვარებულია და მისი რჩეული ასევე სპორტსმენი, მოცურავე თაკო მეგრელიძეა. თაკოს არაერთ შეჯიბრში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის კარიერაში წარმატებაც ბევრია.

21 წლის უმშვენიერესი გოგონა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტია და სამართალმცოდნეობას ეუფლება.

პარიზის ოლიმპიურ ჩემპიონატზე დასანანი მარცხის შემდეგ თაკომ სოციალურ ქსელში რჩეული შემდეგი სიტყვებით გაამხნევა: „Ჩემთვის გამარჯვებული ხარ“

ცნობისთვის, 4 აგვისტოს, 21:30 საათზე ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში ბრუნდებიან. 

შესაძლოა დაგაინტერესოთ