ალენ დელონის “მარტოობის ასი წელიწადი”: მემკვიდრეების ბრძოლა მამის სიყვარულისთვის და მსახიობის “ტყის სასახლე” გაპარტახების პირას

ფრან­გუ­ლი კი­ნოს ოქ­როს ხა­ნის უკა­ნას­კნე­ლი სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი ალენ დე­ლო­ნი მე­დი­ის პირ­ველ გვერ­დებ­ზე დაბ­რუნ­და. მაგ­რამ მი­ზე­ზი არც ფილმში თა­მა­ში გამ­ხდა­რა და არც სი­ბე­რე­ში ქორ­წი­ნე­ბა, რო­გორც ეს მისი ასა­კის ვარ­სკვლა­ვებ­ში ხდე­ბა ხოლ­მე.

მას ოდეს­ღაც ყვე­ლა­ზე ლა­მაზ მა­მა­კა­ცად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, მაგ­რამ მას შემ­დეგ დიდი დრო გა­ვი­და. ახლა ალე­ნი 88 წლის მო­ხუ­ცია, რო­მე­ლიც ავად არის და კარ­ჩა­კე­ტილ ცხოვ­რე­ბას ეწე­ვა.

ის მთა­ვარ თე­მად ოჯახ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის გამო იქცა. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან მსა­ხი­ო­ბის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს, რომ­ლის მთა­ვარ როლ­ში მისი სამი შვი­ლია – ისი­ნი უი­მე­დოდ იბ­რძვი­ან მა­მის სიყ­ვა­რუ­ლის ნამ­სხვრე­ვე­ბის­თვის.

“ჩი­ტე­ბი სიკ­ვდი­ლამ­დე იმა­ლე­ბი­ან. დიდი ცხო­ვე­ლე­ბი კი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში კვდე­ბი­ან“, – ასე იწყე­ბა ვრცე­ლი სტა­ტია გა­ზეთ Le Monde-ში დე­ლო­ნის ოჯა­ხუ­რი მტრო­ბის შე­სა­ხებ.

შესაძლოა დაგაინტერესოთ