გახდა თუ არა ფეისბუქზე დადებული “სთორი” მკვლელობის მიზეზი? – პოლიცია ბრალდებულს ყველგან ეძებს
თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ის დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოკლეს.. კესარიას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
- AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული კესარიას მეგობარი მამაკაცია. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ყველგან ეძებენ. ჩვენი ინფორმაციით, ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვისთან ერთადაც რამდენიმე საათის წინ კესარიამ ფოტო გამოაქვეყნა. ბ.ჯ სენაკიდანაა და ცნობილია, რომ ერთ-ერთ ბარის დაცვის თანამშრომელია.
. სანდოს წყაროს ინფორმაციით, მკვლელი მას სვანეთის ტურიდან გამოჰყვა.
შსს-ში აცხადებენ, რომ 37 წლის ქალს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
კესარია აბრამიძის სახლში სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
“ამბობენ, რომ სწორედ ეს “სთორი” შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი” – ამბობს წყარო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.