ახლახანს ცნობილი ფეხბურთელი გარდაიცვალა
ფეხბურთში მსოფლიოს 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი სალვატორე სკილაჩი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
სკილაჩიმ იტალიაში ჩატარებულ მუნდიალზე 6 გოლი გაიტანა, ხოლო იტალიის ეროვნული გუნდი მასთან ერთად ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც არგენტინასთან დამარცხდა.
კარიერის მანძილზე სალვატორე სკილაჩი „იუვენტუსისა“ და „მილანის“ ღირსებასაც იცავდა. მისი გარდაცვალების მიზეზის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ასევე ნახეთ: