“ზომბი ვირუსი“, რომელიც თითქმის 50 000 წლის განმავლობაში გაყინული იყო, ახლახანს გაცოცხლდა – რას აცხადებენ მეცნიერები
მეცნიერების თქმით, ახლახანს გაცოცხლდა “ზომბი ვირუსი“, რომელიც არქტიკაში თითქმის 50 000 წლის განმავლობაში გაყინულ მდგომარეობაში იყო. ამის მიზეზად გლობალური დათბობის შედეგად, არქტიკის ზოგიერთ უბანში ყინულის დნობა სახელდება.
აღსანიშნავია, რომ მუდმივი ყინვა ნიადაგში არსებული ვირუსებისა და ბაქტერიების არასასიცოცხლო მდგომარეობაში ყოფნას უზრუნველყოფს. არქტიკაზე, ზოგიერთი რეგიონი ბოლო გამყინვარების პერიოდიდან არის ყინულოვანი მასით დაფარული, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში “დაკონსერვებულია“ უძველესი ვირუსებიც.
გლობალურ დათბობასთან ერთად კი “ზომბი ვირუსებისთვის“ სიცოცხლისუნარიანობის დაბრუნება შეინიშნება.