“გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა” – ოჯახის წევრები ნინი კუკულავას ეძებენ
ოჯახის წევრები ლანჩხუთიდან დაკარგულ ახალგაზრდა გოგონას ეძებენ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნინი კუკულავა გუშინ სახლიდან შუადღეს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
“გუშინ, შუადღის 3 საათზე ნინი კუკულავა, გავიდა სახლიდან, ლანჩხუთიდან და მას შემდეგ არ დაბრუნებულა და ვთხოვთ ყველას დახმარებას მის მოძებნაში.
თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ ნინის შესახებ ან დაინახეთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 579289973, 555233028
გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.