“რა გაუკეთა სახეს?” – ჯენიფერ ენისტონის ბოლო გამოჩენამ თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო
ჯენიფერ ენისტონმა ყველას ყურადღება მიიპყრო Emmy FYC ღონისძიებაზე – 55 წლის ვარსკვლავი საოცრად გამოიყურებოდა ელეგანტურ კაბაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იყო აღფრთოვანებული მისი ელეგანტური გარეგნობის გამო, სხვები აღნიშნავდნენ , რომ ვარსკვლავი ძალიან განსხვავებულად გამოიყურებოდა. ”რა გაუკეთა მან სახეს?”, ”ჯენი უიმედოდ ცდილობს შეინარჩუნოს ძველი გამომეტყველება. ეს შეუძლებელია, ის ახლა ბევრად უფროსია,” ”მისი სახე უცნაურად გამოიყურება პლასტიკური ქირურგიის გამო. ადრე უკეთ გამოიყურებოდა” – წერენ კომენტარებში.
- 53 წლის ასაკში იდეალურად გამოიყურება – ჯენიფერ ენისტონის სილამაზის უმარტივესი საიდუმლო
- ყველას შეუძლია გაიმეოროს: ჯენიფერ ენისტონის დაბერების საწინააღმდეგო 4 მთავარი საიდუმლო
ჯენიფერის სილამაზის საიდუმლო
დილის რეგულარული რუტინა ჯენიფერი თავის დღეს იწყებს ერთი ჭიქა ნიახურის წვენით, რასაც მოჰყვება1 ჭიქა წყალი ვაშლის ძმრით, რომელიც ეხმარება სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონის დარეგულირებაში. ენისტონი საუზმეს მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ იწყებს და ამ დროს მედიტაციისთვის იყენებს.
„იყავი უფრო მარტივი“
Friends-ის მსახიობს მტკიცედ სწამს კანის მოვლის მარტივი რუტინის. ინტერვიუში ენისტონმა გამოავლინა, რომ იგი მხოლოდ საპონს და წყალს იყენებს სახის დასაბანად, შემდეგ კი – დამატენიანებელ SPF დამცავ კრემს. ჯენი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია არ დაიბანოთ სახე ძალიან ხშირად, რადგან ამან შეიძლება სიმშრალე გამოიწვიოს.
არა დიეტა, არამედ დაბალანსებული დიეტა
ენისტონის საუზმე ჩვეულებრივ შედგება ცილოვანი კოქტეილისგან კენკრით და მწვანილებით. ის უპირატესობას ანიჭებს ცილოვან, უცხიმო საკვებს, როგორიცაა ახალი ხილი, ბოსტნეული და თევზი.
წყალი და ძილი ყველაფრის თავია
ენისტონს მიაჩნია, რომ კარგი ჯანმრთელობის გასაღები არის საკმარისი წყლის დალევა მთელი დღის განმავლობაში. მსახიობს ყოველთვის უჭირავს წყლის ბოთლი წონასწორობის შესანარჩუნებლად.