ნახეთ 6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ახლა ფიზიკური აქტივობისთვის საუკეთესო დროა, კრიტიკულ სიტუაციაშიც კი შეძლებთ დადებითად გამოავლინოთ თქვენი თავი და დაეხმაროთ ახლობლებს პრობლემების მოგვარებაში.
კურო
მიუხედავად სამუშაო დღისა, კარგი დროა ახლობლების მონახულების, აგარაკზე დასვენებისა და ბუნებასთან კონტაქტისთვის, შესაძლოა, მწყობრიდან გამოვიდეს ელექტრომოწყობილობა, ამიტომ, იყავით ყურადღებით.
ტყუპები
იყავით ძალიან ფხიზლად და ყურადღებით, შესაძლოა, დაკარგოთ მობილური, გასაღები, ან მნიშვნელოვანი საბუთი. არის ალბათობა, გამჟღავნდეს მნიშვნელოვანი საიდუმლო.
კირჩხიბი
დღეს, შესაძლოა, დიდი ნებისყოფისა და სიმტკიცის გამოჩენა დაგჭირდეთ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. სწორედ გონიერება და თავდაჯერებულობა მოგიტანთ გამარჯვებას.
ლომი
მოიწვიეთ მეგობრები, გაუზიარეთ მათ თქვენი საინტერესო იდეები, გატაცებები და ყური მიუგდეთ მათ შეფასებებსა თუ აზრებს. სიახლეების წყურვილი ახალი ძალებსა და შესაძლებლობებს შეგმატებთ.
ქალწული
გამონახეთ დრო მეგობრებთან ერთად ურთიერთობებისა და გართობისთვის, ძილი და დასვენება ძალებს შეგმატებთ და ენერგიულად შეხვდებით ახალ სამუშაო კვირას.
სასწორი
შფოთი და მღელვარება ნეგატიურ კვალს ტოვებს თქვენს განწყობაზე, დაძაბული ვითარება თითქოს ძალას გაცლით. შეეცადეთ, დაკავდეთ რაიმე საინტერესო საქმიანობით და დაივიწყეთ ყოველდღიური წვრილმანები.
მორიელი
მოიშორეთ სახლიდან ყოველგვარი ძველმანი, გადაიხადეთ ვალები, სასიკეთოა ფიზიკური აქტივობა, მაგრამ ერიდეთ სარისკო ქმედებებსა და გადაღლას.
მშვილდოსანი
ახლა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამართლებული არ არის, ურთიერთობებში სპონტანური გადაწყვეტილებები არაეფექტურია და არასაიმედო შედეგს მოიტანს.
თხის რქა
დღევანდელი დღე პრობლემების მოგვარებას ეძღვნება, შესაძლოა, არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი წამოიჭრას თქვენს სამომავლო გეგმებზე, პრიორიტეტებზე, იმაზე თუ რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის და ვის უფრო მეტად სჭირდებით.
მერწყული
დაივიწყეთ წარსული უსიამოვნებები, დამღლელი დღეები, იფიქრეთ სიახლეებზე, ახალი ორიგინალური იდეების განხორციელებაზე.
თევზები
დღეს, შეიძლება, თქვენთვის რაღაც მნიშვნელოვანი მოხდეს, ეს რაღაც არა მარტო ხანგრძლივად გაგრძელდება, არამედ, სერიოზული და სტაბილური შედეგის მომტანიც იქნება.