რა ინფორმაცია ვრცელდება ზუგდიდში მომხდარ შემზარავ დანაშაულზე – ბაბუა 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბაბუა შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველებმა დააკავეს.

66 წლის კაცი, არსებული ინფორმაციით, 9 წლის გოგონაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ძალადობდა.
იგი სარგებლობდა იმით, რომ ბავშვის მშობლები დღის განმავლობაში სახლში არ იმყოფებოდნენ და შვილიშვილი მასთან რჩებოდა.

მომხდარის შესახებ ბავშვმა დედას გაუმხილა, რომელმაც გადამოწმების მიზნით, სახლში დარჩენილები მოულოდნელად შეამოწმა და ბაბუის მიერ შვილიშვილზე მორიგი ძალადობის მცდელობისას პოლიცია ადგილზე გამოიძახა.

ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს. 9 წლის მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზები უტარდება და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.შსს-ს ცნობით,საქმეზე გამოძიება 141-ე პრიმა მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილი ქმედება) და 151-ე მუხლით (მუქარა) არის დაწყებული.

შესაძლოა დაგაინტერესოთ