სასიხარულო სიახლე მგზავრებისთვის – 7 სექტემბრიდან 18-მეტრიანი ავტობუსები საბურთალოდან ვარკეთილის დასახლებამდე იმოძრავებს

დღეიდან, 18-მეტრიანი ავტობუსები საბურთალოდან ვარკეთილის დასახლებამდე იმოძრავებს

კერძოდ, თბილისის მერიის ტრანსორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბრიდან, N310 მარშრუტზე მოძრავი 14 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი MAN-ის მარკის 19 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსით ჩანაცვლდება.

რაც შეეხება მარშრუტს, ავტობუსები მგზავრებს სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე უკვე არსებული სქემით მოემსახურებიან. ამის შემდეგ კი მოძრაობას გააგრძელებენ ორთაჭალის მიმართულებით, მეტროსადგურების – „ისნისა“ და „სამგორის“ გავლით დაუკავშირდებიან ჯავახეთის ქუჩას და სუხიშვილის, თაყაიშვილისა და კუპრაძის ქუჩების გავლით – ვარკეთილის დასახლებას.

Previous post

(ვიდეო) ის რაც კამერებს გამორჩათ – როგორ მოიქცა გიორგი მამარდაშვილი მატჩის დასრულების ბოლოს, ექსკლუზიური კადრები…

Next post

“სამწუხაროდ, თამუნა ამაზე არ საუბრობს და რადგან თემა ასეთი საჯაროა, მინდა მოგიყვეთ“ – რა გაიხსენა მაია ასათიანმა თამუნა მუსერიძესთან და “ჩვილებით ვაჭრობასთან“ დაკავშირებით (ვიდეო)

შესაძლოა დაგაინტერესოთ