საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 02:30 საათზე დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისძვრის სიმძლავრე 4.1 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისთან, თბილისიდან 49 კილომეტრის დაშორებით იყო.