ბედნიერები ვართ, ველოდებით, ახალი სიცოცხლე გაჩნდება…“ – გიორგი მამარდაშვილი
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ნომერ პირველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მალე მამა გახდება. მას და მოდელ ელენე ეპიტაშვილს გოგონა შეეძინებათ. გიორგიმ „სფერო ტვ-სთან“ ისაუბრა მოლოდინზე და შეგრძნებაზე, რომელსაც ახლა განიცდის:
„ბედნიერები ვართ… ველოდებით, ახალი სიცოცხლე გაჩნდება… ველოდებით დიდი მოლოდინებით…“ – ამბობს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე.
ბავშვის სქესის გაგების შემდეგ, მალევე, გიორგიმ და ელენემ იქორწინეს. კადრები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა.