„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ზღვაზე შტორმი“ – გაფრთხილება ამინდის შესახებ!

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:

„5 სექტემბერს დღის ბოლოდან 6 სექტემბერის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).“

Previous post

რა მოხდა რეალურად. გაირკვა სარკინიგზო შემთხვევის ნამდვილი მიზეზი, რომლის გამოც ორი ადამიანი დაიღუპა

Next post

„მოჰკიდეთ ამ თქვენს შვილებს ხელი და…” – რას ამბობს ცნობილი პედაგოგი მარინა ბედოშვილი

შესაძლოა დაგაინტერესოთ