“აღარ არის ჩვენი ანგელოზი” – ახლახანს მოზარდის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს
გორში, მდინარე მტკვარში დაკარგული მოზარდი მყვინთავებმა გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დღეს, გორში მოხდა.
18 წლამდე გოგონას ცხედარი მყვინთავებმა რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოებს შემდეგ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში საბანაოდ შევიდა.