როდის დაიწყება სკოლებსა და ბაღებში ახალი სასწავლო წელი

სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბრიდან დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოზე დაყრდნობით, mshoblebi.ge-ი ავრცელებს.

არსებული კანონით, საჯარო სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება. თუმცა, თუ 15 სექტემბერი დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა, სწავლა მის მომდევნო პირველ სამუშაო დღეს დაიწყება.

გამომდინარე იქედან რომ წელს 15 სექტემბერი კვირა დღეს ემთხვევა, შესაბამისად, მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს 16 სექტემბრიდან დაიწყებენ.

შესაძლოა დაგაინტერესოთ