ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე?

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავარიის შედეგად, 6 ადამიანი დაშავდა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,  ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

მათივე ცნობით, დაშავებული მძღოლები და მგზავრები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ქობულეთში, “ევექსის” კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

შესაძლოა დაგაინტერესოთ