”ღმერთო ვერ ვიჯერებ, ძალიან მატკინე გული…” – ნინი შერმადინი უმძიმეს პოსტს აქვეყნებს
55 წლის ასაკში გარდაცვლილ მუსიკოსს, პიანისტსა და კომპოზიტორ ლევან შენგელიას მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.
ლევან შენგელიას ემოციურ სტატუსს უძღვნის მომღერალი ნინი შერმადინი:
„რანაირად ჩუმად წახვედი მაე, არ გეკადრებოდა ასე ჩუმად და უხმაუროდ გაპარვა ჩემებთან… შერმიკოს უყვარხარ ძალიან! შენ ჩემი განსაკუთრებული მაე იქნები ყოველთვის! ძაან მატკინე გული, არ ვიყავი ამის ღირსი შენგან, ხომ მითხარი კარგად ვარო…
ძალიან მომენატრები, იცოდე. მომიკითხე ჩემები და იქ აცინე ბევრი ჩვენს ისტორიებზე… ძალიან მიყვარხარ, შეხვედრამდე ჩემო გენკა მეგობარო. ღმერთო, ვერ ვიჯერებ, რომ ამას შენზე ვწერ… ძალიან მოსაწყენია სამყარო უშენოდ“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.