საშინელება ხდება ზუგდიდში – 5 და 6 წლის ბავშვები საზარელ ვითარებაში დაიღუპნენ
ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანი დაიღუპა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 5 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. ბინაში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვნის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოზარდები კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე სამაშველო ჯგუფებთან ერთად მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
არსებობდა საფრთხე ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების, თუმცა, რამდენიმესაათიანი სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა ხანძრის სრულად ჩაქრობა შეძლეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: ”პრაიმტაიმი”