რატომ სძინავს ოლიმპიურ ჩემპიონს პარიზის პარკში?
პარიზის ოლიმპიურ სოფელში გაუსაძლისი პირობები რომაა, ამას არაერთი სპორტსმენი აღნიშნავს. ტურნირის დასაწყისში ამერიკელმა ჩოგბურთელმა კოკო გაუფმა თქვა, რომ 10 ქალისთვის ორი სააბაზანო იყო განკუთვნილი და, შესაბამისად, ზოგჯერ დიდი ქაოსი იქმნებოდა.
ბევრ სპორტსმენს არ მოსწონს საჭმელიც და ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ეკოლოგიური მიზეზების გამო ოლიმპიური სოფელი კონდიცირების გარეშეა დაპროექტებული. ოლიმპიურ სოფელში არსებულ პირობებზე კრიტიკულად ისაუბრა ლეგენდარულმა ტანმოვარჯიშემ სიმონ ბაილსმაც.
გუშინ კი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორც სძინავს პარკში იტალიელ მოცურავეს, ოლიმპიურ ჩემპიონ ტომას ჩეკონს. მძინარე ჩეკონს ფოტო საუდელმა ნიჩბოსანმა, ჰუსეინ ალირეზამ გადაუღო, სოციალურ ქსელში ატვირთა და ასეთი წარწერა დაურთო: “დღეს დაისვენე, ხვალ გაიმარჯვე!