ბიზნესმენი ქმარი და ბედნიერი ოჯახური – როგორია ნანუკა გოგიჩაიშვილის ამერიკული ცხოვრება
ნანუკა გოგიჩაიშვილი და ბიზნესმენი ნიკოლოზ ნაყოფია 2019 წელს დაინიშნენ.
„ცოლობაზე დავთანხმდი ჩემი ოცნების მამაკაცს“, – წერდა ნანუკა. ნიკა ნაყოფია ცნობილი ბიზნესმენის, კობა ნაყოფიას ვაჟია. ნიკასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მისი პირველი მეუღლე „მის საქართველო 2008“ ხათუნა სხირტლაძე იყო.
წყვილმა კახეთში, ალავერდის მონასტერში დაიწერეს ჯვარი, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი რეგულაციების გამო ჯვრისწერას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა.
ნიკას და ნანუკას ორი ქალიშვილი, აივი-ნიკოლი და ავა ჰყავთ და ლოს-ანჯელესში ცხოვრობენ.
ნანუკა სოციალურ ქსელში ხშირად აქტიურობს და გამომწერებს ოჯახის ბედნეირ კადრებს უზიარებს.