“დღესაც ბოზ**ში დაჰყავთ პატარა ბავშვები ბიძებს”- რატომ დაიწყო სქესობრივი განათლების შესახებ ვლოგების წერა ეკა კვირკველიამ
იუთუბის არხზე SWIFT PRODUCTION-ის სტუმარი ექიმ რეპროდუქტოლოგი ეკა კვირკველია იყო, რომელმაც სექსუალური განათლების გავრცელების და ცნობიერების ამაღლების კუთხით, მის სოციალურ ქსელში გამოჩენის შესახებ ისაუბრა.
კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა საერთოდ სქესობრივ განათლებაზე ვიდეო ვლოგების ჩაწერა ახალგაზრდა ექიმმა ქალმა – ამაზე ეკა კვირკველია პასუხობს:
“პირველ რიგში იმიტომ, რომ ბოზებში დაჰყავთ პატარა ბავშვები ბიძებს. საზოგადოების რეაქციაა, მაგინებენ ხოლმე ძირითადად და მიგზავნიან ნ**ევის ვიდეოებს. მიზიარებენ ვიდეოებს, ჩემთან როგორი სექსით დაკავდებოდნენ. ვბლოკავ ან პოლიციაში ვუჩივი. ბოტებიც წერენ, მაგრამ არა მხოლოდ. ერი რომ უნდა გამრავლდეს, შენ გინდა რომ კონდომები გამოვიყენოთო?! ქართველობას ვინარჩუნებ და დიდი გულშემატკივარი ვარ ქართველობის. მაგალითად ძალიან ცუდია პორნო დამოკიდებულება. ძალიან ცვლის ტვინის ფუნქციას. ამ მიზეზით კაცებს ხშირად არ აქვთ მეწყვილესთან ერექცია, რადგან ყურებით არის მიჩვეული ერექციას, ვიზუალიზაციით”, – ამბობს ეკა კვირკველია.