VIDEO: მამა-შვილის პირველი შეხვედრა: ილია თოფურია მამა გახდა.
“ჩვენი განვლილი შვიდი დღე. ცხოვრება ოცნებაში” – წერს სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას მეუღლე ჯორჯინა უზკატეგუი, რომელიც პირველი შვილის, ჯორჯინას დედა სულ ცოტა ხნის წინ გახდა. ილიას პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს.
“ყოველდღე მირეკავს და მხარს მიჭერს. მშვენივრად ლაპარაკობს ესპანურად. ის კაცია. არ ვიცი, აპირებს თუ არა MMA-ში ბრძოლას. თუ ეს იქნება მისი მოწოდება, მხარს დავუჭერ. ასევე მხარს დავუჭერ სხვა ყველაფერშიც, რასაც აირჩევს ცხოვრებაში, მთავარია, ეს მას ახარებდეს”, – ამბობდა ილია პატარა ჰუგოს შესახებ.
ილია თოფურია
“ჯორჯინა ძალიან კარგი ადამიანია. საქართველოთი მოხიბლულია, აქ ყველაფერი მოსწონს. ილიას პირველ მეუღლესთან ბიჭი შეეძინა, რომელიც სვეტიცხოველში მოვნათლეთ. მას ქართველი ნათლიები ჰყავს”, – ამბობდა ილია თოფურიას ოჯახის შესახებ მისი ბაბუა, იუზა კერესელიძე.
ილია გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვარჯიში.
2012 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან დაიწყო ვარჯიში დაიწყო საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, რომლებიც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.
VIDEO: მამა-შვილის პირველი შეხვედრა: ილია თოფურია მამა გახდა. რა დაარქვეს პატარა გოგონას ილია თოფურიამ და ჯორჯინა უზკატეგუიმ: “მადლობა ჩემს ქმარს, რომ სიყვარულით ასეთი სრულყოფილება შევქმენით“
2015 წელს პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში შედგა მისი დებიუტი. 27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული. 2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია “მაროკოელ ეშმაკს“ იუსეფ ზალალს დაუპირისპირდა და სამ რაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა. 2022 წლის 19 მარტს, ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მე-4 ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო!