კარლა ბრუნის 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება – რა ხდება საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედის გარშემო?
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეუღლეს, კარლა ბრუნის 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება – ინფორმაცია ფრანგული გაზეთი Le Monde ავრცელებს.
საუბარია საქმეზე, რომლის თანახმად, ნიკოლა სარკოზიმ 2007 წელს მუამარ კადაფისგან ფული მიიღო მისი საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. საქმის მთავარი მოწმე, ბიზნესმენი ზიად ტაკიდინი ამტკიცებდა, რომ 2006 და 2007 წლებში სარკოზის გადასცა სამი ჩემოდანი, რომელშიც ხუთი მილიონი ევროს ნაღდი ფული იყო, თუმცა 2020 წელს ტაკიდინმა მოულოდნელად უარი თქვა ჩვენებაზე, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ სარკოზის შეეძლო მასზე ზეწოლა მოეხდინა.
როგორც ფრანგული ტელეარხი BFMTV იუწყება, კარლა ბრუნი ეჭვმიტანილია „მოწმეთა მოსყიდვის დამალვაში“ და „დანაშაულებრივ შეთქმულებაში სასამართლოს მოტყუებასა და უცხოელი საჯარო მოხელეების მოსყიდვასთან დაკავშირებული დანაშაულების მომზადებაში“.
Le Monde-ის ცნობით, ბრუნის სასამართლომ ასევე აუკრძალა ქმრის გარდა, საქმეში მონაწილე პირებთან საუბარი. საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო, ორი წლის შემდეგ, რაც კადაფის ერთ-ერთმა ვაჟმა, საიფ ალ-ისლამმა სარკოზი დაადანაშაულა მამისგან მილიონების აღებაში საპრეზიდენტო კამპანიის დასაფინანსებლად. ერთი წლის შემდეგ, ლიბანელმა ბიზნესმენმა ზიად ტაკიედინმა მხარი დაუჭირა ამ განცხადებას. ცნობისთის, ტაკიედინი ჯორჯ კლუნიის მეუღლის, ამალ კლუნის ბიძაა.
BBC-ის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ იქნა ცნობილი 2012 წლის ხელახალი საარჩევნო კამპანიისთვის უკანონო დაფინანსებაში და მოსამართლის მოსყიდვის მცდელობისთვის პირობითი სასჯელი მიესაჯა. ამ დანაშაულებს საფრანგეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს.