ნანა მასწავლებელი სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, როცა მანქანა დაეჯახა – ის ორსულად იყო – 🥲🥲 ნახეთ პირველი კომენტარი
4 ოქტომბერს მარტვილში, სოფელ სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სწრაფად მოძრავი ავტომობილი ორსულ ქალს დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 40 წლის ნანა ბასილაია ქუჩას კვეთდა.
- მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. დღეს მისმა ახლობლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კომაში მყოფი ქალბატონი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მძღოლი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ტრაგიკულად დაღუპული ნანა ბასილაიას თანასოფლელი ყვება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა დილის საათებში მოხდა.
“მძღოლი ნასვამი ყოფილა, ისიც სალხინოდანაა, გვარად ლაზარია, ნანას მეზობელი. თბილისიდან ახალი ჩამოსული ყოფილა და მანქანით სიგარეტის საყიდლად გამოსულა, ნანა მასწავლებელია და სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, მანქანა დიდი სისწრაფით გამოვარდნილა, ქალი კუთხეში მიყუჟულა, არ ელოდა, იქამდე თუ მიაღწევდა, წამებში მოხდა ყველაფერი. მანქანამ ქალი ჰაერში ააგდო… მძღოლი ადგილიდან არც მიმალულა და პოლიციას ჩაბარდა.
ნანა მეორე შვილზე იყო ორსულად. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალი მალევე გადაიყვანა ქუთაისის კლინიკაში, ექიმებმა მაშინვე თქვეს, რომ ქალს ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა და მისი გადარჩენა თითქმის შეუძლებელი იყო. ქირურგს მიყვანისთანავე უთქვამს, ტვინი მკვდარიაო… საწყალი ქალი, 5 დღე ებრძოდა სიკვდილს და დღეს გარდაიცვალა. ისეთი ბედნიერი იყო, ვერ წარმოიდგენთ… მას პატარა გოგონა დარჩა“.
ტრაგიკულად დაღუპულ ორსულ ქალს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:
„რამხელა ტრაგედიაა, ვიზიარებთ“.
„ოჯახს გამძლეობა, ერთდროულად შვილიც დაკარგო და ჯერ არ დაბადებული ბავშვიც“.
„ღმერთო, რა საშინელი ამბავია, რატომ?“, – წერენ სოციალურ ქსელში.