გარდაიცვალა ცნობილი სპორტსმენი – ვრცელდება სამწუხარო ამბავი
ლეგენდარული კონგოელი კალათბურთელი, NBA-ს ვარსკვლავი დიკემბე მუტომბო 58 წლისა გარდაიცვალა.
BBC-ს ცნობით, მას თავის ტვინის კიბო ჰქონდა. მუტომბო დაავადებას 2022 წლიდან ებრძოდა.
მუტომბომ NBA-ში 18 სეზონი ჩაატარა, თამაშობდა ისეთ გუნდებში, როგორებიცაა „დენვერ ნაგეთსი“, „ატლანტა ჰოუქსი“, „ფილადელფია სევენთი სიქსერსი“, „ნიუ-იორკ ჯეთსი“, „ნიუ-იორკ ნიქსი“ და „ჰიუსტონ როქეთსი“. ის ბლოკ-შოტებისა და დამცავი თამაშის დიდოსტატად ითვლებოდა. ოთხჯერ გახდა NBA-ს საუკეთესო მცველი, არაერთხელ უთამაშია ყველა ვარსკვლავის მატჩში.
2015 წელს მუტომბო NBA-ს დიდების დარბაზში შეიყვანეს.