კესარიას დამ ახლახანს პირველი კომენტარი გააკეთა – ნახეთ რა დეტალებზე ალაპარაკდა ანა აბრამიძე
მედიასთან პირველი კომენტარი კესარია აბრამიძის დამ, ანამ გააკეთა და მომხდარის შესახებ ისაუბრა:
„ყოველთვის უნდოდა ჩემს დას, სადმე გადაცემაში წავეყვანე და ჩვენს დობაზე გვესაუბრა.
ძალიან ვწუხვარ, რომ ახლა ამ პოზიციაში მიწევს ტელევიზიასთან საუბარი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ცხოვრებაში, მართლა ვერ წარმომედგინა საერთოდ მას რომ რამე დამართოდა.
მისი [ბექა ჯაიანი] სახელის ხსენებაც არ მინდა. ვიცი, რომ არ მოვწონდი მე და ეს ყველაზე მეტად მახარებს. მილიონი ადამიანი დაადასტურებს, რომ მხოლოდ მასზე შეიძლებოდა ეჭვის მიტანა, ეჭვიც კი არ არსებობს ამასთან დაკავშირებით. მხოლოდ მასზე, მხოლოდ ის არის დამნაშავე.
გავიგე, რომ არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, ამის შესახებ უნდა ვთქვა, რომ არანაირი განცხადება გამიკეთებია არსად, არც მისი სიკვდილი მინდა… მინდა, რომ ძალიან დიდხანს იცხოვროს, გაიაზროს, როგორი ადამიანი გამოაკლდა საერთოდ სამყაროს…
მცირე დოზით ფაქტები ვიცოდი, თუმცა, არ მესმის, რატომ არ წყვეტდა საბოლოოდ ურთიერთობას… მე მხოლოდ დაშორებას მწერდა…
მხოლოდ უვადო, მეტი არაფერი. მხოლოდ ეს მოლოდინი მაქვს. ვერ წარმომიდგენია, რომ მაგან ოდესმე ციხე შეიძლება დატოვოს“ – იხსენებს ანა აბრამიძე