თვითმფრინავი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

რუსეთში, იაკუტიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ოლეკმინსკიდან ერთ-ნახევარი კილომეტრის დაშორებით Borus Airlines-ის An-3 თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა. თვითმფრინავის ბორტზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთი დაიღუპა.

უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სისხლიანი ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში ავიაკატასტროფები გახშირდა. ეს აიხსნება იმ აუცილებელი ნაწილების ნაკლებობით, რომლებიც ადრე რუსეთის ფედერაციას დასავლეთის ქვეყნებიდან შემოჰქონდა.

Previous post

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი?!

Next post

“ქობულეთში მთელი სოფელი აწიოკებულია: ახლობელს მის დანახვაზე გული წაუვიდა… კარგად დააკვირდით ვიდეოს ორჯერ ყოფს თავს…” – სუსტი გულისებმა ვიდეოს არ უყუროთ

შესაძლოა დაგაინტერესოთ