„არასდროს დაგვავიწყდება თქვენი ამაგი და გვერდში დგომა…“ – რეჟისორი დავით კობახიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა რეჟისორი და პედაგოგი დავით კობახიძე. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში სოხუმის გიორგი რატიანის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ავრცელებს.

„ჩვენი თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი რეჟისორი, პედაგოგი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ბატონი დავით კობახიძე.

ბატონი დავითის ღვაწლი ქართულ თეატრალურ სამყაროში განუსაზღვრელია. მან აღზარდა არაერთი თაობა მსახიობების, რომლებიც ამშვენებენ ქართულ თეატრს. ბატონი დავით კობახიძე დევნილობისას გვერდში დაუდგა ჩვენს თეატრს მთავარი რეჟისორის ასპარეზზე და დადგა მრავალი სპექტაკლი, რომელიც შეიყვარა ჩვენმა მაყურებელმა. გემშვიდობებით ბატონო დავით თქვენი აღზრდილი სტუდენტები და თეატრალები. არასდროს დაგვავიწყდება თქვენი ამაგი და გვერდში დგომა“, – წერს თეატრი „ფეისბუქის“ გვერდზე. 

შესაძლოა დაგაინტერესოთ